ძვირფასო მომხმარებელო,
გმადლობთ, რომ აირჩიეთ ლაგოზა ტრიპლექსი®.
ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება შეიძლება რთული იყოს და თქვენი
სხეული დაუღალავად მუშაობს, რომ თქვენ შეინარჩუნოთ ფორმა. მაშ, რატომ
არ უნდა მისცეთ თქვენს სხეულს საჭირო მხარდაჭერა?
ლაგოზა ტრიპლექსი® ინოვაციური სამმაგი მოქმედებით, რომელიც შედგება ომეგა-3-ის, ქოლინისა და სილიმარინისგან, ხელს უწყობს ღვიძლის1, გულის2 და ლიპიდური მეტაბოლიზმის3 ფუნქციონირებას. მისი უნიკალური მრავალფუნქციური ფორმულა აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის ომეგა-3 EPA/DHA , კრილის ზეთიდან მიღებული ქოლინი და ძლიერი სილიმარინი, რათა ხელი შეუწყოს თქვენი ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას.
კრილის ზეთს ჭეშმარიტად უნიკალურს ხდის მისი ბუნებრივი მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა. გარდა იმისა, რომ შეიცავს უმაღლესი ხარისხის ომეგა-3 EPA/DHA-ს, რომელიც აუცილებელია გულისა და სზვა ორგანოების ჯანმრთელობისთვის2 , კრილის ზეთი ასევე შეიცავს ფოსფოლიპიდებს და ქოლინს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უჯრედების ფუნქციონირებისთვის.
Superba Boost® ექსკლუზიურად მიიღება ანტარქტიდული კრილის სახეობის, Euphausia Superba-სგან. ანტარქტიდული კრილები უზარმაზარ გუნდებად მოძრაობენ და მიკროსკოპული წყალმცენარეებით იკვებებიან, რაც მათ ომეგა-3-ით მდიდარ საკვებით უზრუნველყოფს.
კრილის ჭერა ხორციელდება CCAMLR-ის (ანტარქტიდის ზღვის ცოცხალი რესურსების კონსერვაციის კომისია) მიერ დადგენილი მკაცრი რეგულაციების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ანტარქტიდის ეკოსისტემაზე მინიმალურ ზემოქმედებას და ამავდროულად ინარჩუნებს მარაგების ჯანსაღ დონეს.
გაანსხვავება თევზის ზეთსა და კრილის ზეთს შორის
ზეთზე დაფუძნებული ფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში გარდაქმნას საჭიროებენ, კრილის ფოსფოლიპიდები როგორც ზეთზე, ასევე წყალზეა დაფუძნებული, რაც მათ ადვილად მოსანელებელს ხდის უსიამოვნო გემოს გარეშე.
კრილის ზეთის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ფოსფოლიპიდური ფორმაა. ფოსფოლიპიდები უჯრედის მემბრანების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე.
უყურეთ, როგორ აჩვენებს მცენარეული მედიცინის სპეციალისტი დეივ ფორმანი, თუ რატომ არ ტოვებს კრილის ზეთის ომეგა-3 დანამატები თევზის გემოს.
ქოლინი ორგანიზმის მრავალი ფუნქციისთვის აუცილებელი ნუტრიენტია. ქოლინი ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას და ლიპიდების ნორმალურ მეტაბოლიზმს.3.
იცოდით?
ჩვენს ორგანიზმში ქოლინის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიძლება გამომუშავდეს, ამიტომ ეს ნუტრიენტი საკვებიდან უნდა მივიღოთ.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA ხელს უწყობენ გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. სასარგებლო ეფექტი მიიღწევა 250 მგ EPA-სა და DHA2-ის ყოველდღიური მიღებით, რაც ლაგოზა ტრიპლექსის® 2 კაფსულის ექვივალენტურია.
კრილის ზეთი უზრუნველყოფს ომეგა-3-ს ზუსტად იმ ფორმით, რომელიც ჩვენს უჯრედებს სჭირდებათ, რაც უზრუნველყოფს აუცილებელი ნუტრიენტების მარტივად შეწოვას, ინტეგრაციას და მონელებას.
სილიმარინი მძლავრი ნაერთია, რომელიც მიიღება მცენარე ბაყაყურას (Silybum marianum) თესლიდან. მისი გამოყენება საუკუნეების განმავლობაში ხდება. ის პირველად ძველმა ბერძნებმა აღწერეს.
სილიმარინს აქვს მულტიფაქტორული მოქმედება ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
მას აქვს ანტიოქსიდანტური1,6 ანთების საწინააღმდეგო2,4,8 და ანტიფიბროზული მოქმედება5. გარდა ამისა, სილიმარინი ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას6 და ავლენს ჰეპატოპროტექტორულ თვისებებს7.
კრილის ზეთი, მაღალი ხარისხის ომეგა-3 EPA/DHA-ს, ქოლინისა და ფოსფოლიპიდების ბუნებრივი წყარო, 8.6-ჯერ ზრდის სილიმარინის შეწოვას.*.
მიღების რეკომენდაციები
მოზრდილებისთვის. მიიღეთ 2 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საკვები დანამატები არ ცვლის მათ. შეინახეთ პროდუქტი პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი სილიმარინით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და ქოლინით.
20 რბილი ჟელატინის კაფსულა
ინგრედიენტები
კრილის ზეთი (ანტარქტიდის კრილის (Euphausia superba) ლიპიდური ექსტრაქტი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, მზესუმზირის ზეთი, დამატენიანებელი საშუალებები (სორბიტოლები, გლიცეროლი), ბაყაყურას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (Silybum marianum), L- ქოლინის ბიტარტრატი, საღებავი რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები..
| ნუტრიენტები | ნუტრიენტები 2 კაფსულაზე |
|---|---|
| კრილის ზეთი • მათ შორის ფოსფოლიპიდები • მათ შორის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები • მათ შორისEPA • მათ შორისDHA | 1140 მგ 638.4 მგ 307.8 მგ 171 მგ 79.8 მგ |
| ბაყაყურას მშრალი ექსტრაქტი/ სილიმარინი | 100 მგ / 80 მგ |
| ქოლინი | 82.5 მგ |
Appendix:
(1) Choline contributes to the maintenance of normal liver function.
(2) The omega-3 fatty acids EPA and DHA contribute to normal heart function. The beneficial effect is obtained with a daily intake of 250 mg of EPA and DHA.
(3) Choline contributes to normal lipid metabolism.
(*) 8,6x better bioavailability of silybin compared to normal silymarin extract.
Silymarin References:
(1) Müzes G, Deák G, Láng I, Nékám K, Gergely P, Fehér J. Effect of the bioflavonoid silymarin on the in vitro activity and expression of superoxide dismutase (SOD) enzyme. Acta Physiol Hung. 1991;78(1):3-9.
(2) Schümann J, Prockl J, Kiemer AK, Vollmar AM, Bang R, Tiegs G. Silibinin protects mice from T cell-dependent liver injury. J Hepatol.
2003;39(3):333-340. doi:10.1016/s0168-8278(03)00239-3
(3) Achufusi TGO, Patel RK. StatPearls: Milk Thistle. 2020.
(4) Manna SK, Mukhopadhyay A, Van NT, Aggarwal BB. Silymarin suppresses TNF-induced activation of NF-kappa B, c-Jun N-terminal
kinase, and apoptosis. J Immunol. 1999;163(12):6800-6809
(5) Jia JD, Bauer M, Cho JJ, et al. Antifibrotic effect of silymarin in rat secondary biliary fibrosis is mediated by downregulation of
procollagen alpha1(I) and TIMP-1. J Hepatol. 2001;35(3):392-398. doi:10.1016/s0168-8278(01)00148-9
(6) Govind P, Sahni YP. A review on hepatoprotective activity of silymarin. IJRAP. 2011;2(1):75-79.
(7) Saller R, Melzer J, Reichling J, Brignoli R, Meier R. An updated systematic review of the pharmacology of silymarin.
Forsch Komplementmed. 2007;14(2):70-80. doi:10.1159/000100581
(8) Hackett ES, Twedt DC, Gustafson DL. Milk thistle and its derivative compounds: a review of opportunities for treatment of liver disease.
J Vet Intern Med. 2013;27(1):10-16. doi:10.1111/jvim.12002