ინფორმაცია მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ


Wörwag Pharma GmbH & Co. KG ძალიან სერიოზულად ეკიდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვას და მკაცრად იცავს მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ წესებს*. 
პერსონალური ინფორმაციის შეგროვება ამ ვებგვერდზე ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ტექნიკურად აუცილებელია. ინფორმაციის გაყიდვა  ან გადაგზავნა მესამე პირებისთვის რაიმე მიზეზით არ ხდება. ქვემოთ წარმოდგენილია მიმოხილვა, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი ეს დაცვა და რა ტიპის ინფორმაციის შეგროვება ხდება და რა მიზნით.

მონაცემთა დამუშავება ამ ვებგვერდზე

Wörwag Pharma GmbH & Co. KG აგროვებს და ავტომატურად ინახავს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ სერვერის ჟურნალის ფაილებში, რომლის გადმოცემა ჩვენთვის ხდება თქვენი ბრაუზერის მიერ. ასეთი ინფორმაციაა:

  • გამოყენებული ბრაუზერის ტიპი/ვერსია
  • გამოყენებული ოპერაციული სისტემა
  • მოთხოვნილი URL
  • მიმართვის URL (ბოლო მონახულებული გვერდი)
  • წვდომის კომპიუტერის ჰოსტის სახელი (IP მისამართი)
  • სერვერის მოთხოვნის თარიღი და დრო

ეს მონაცემები ვერ მიეკუთვნება ინდივიდუალურ პირს და არ ხდება ამ
მონაცემების ინტეგრირება მონაცემთა სხვა წყაროებთან; ამასთან, ინფორმაცია
იშლება სტატისტიკური შეფასების შემდეგ.

ქუქი-ფაილები

ინტერნეტ გვერდები იყენებენ ე.წ. ქუქი-ფაილებს რამდენიმე ადგილას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი შეთავაზება გახდეს უფრო მოსახერხებელი, ეფექტური და უსაფრთხო. ქუქიები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში და რომელსაც ინახავს თქვენი ბრაუზერი. ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქიების უმეტესობა არის ეგრეთ წოდებული „სესიის ქუქიები“. ისინი ავტომატურად წაიშლება თქვენი ვიზიტის ბოლოს. ქუქი-ფაილები არ აზიანებს თქვენს კომპიუტერს და არ შეიცავს ვირუსებს.

გარე საძიებო პროვაიდერების გამოყენება

Google Custom Search Engine გამოიყენება როგორც ცენტრალური საძიებო სერვისი Wörwag Pharma GmbH & Co. KG-ის ინტერნეტ შეთავაზების ფარგლებში. ინტეგრირებული საძიებო სერვისი უზრუნველყოფს Wörwag Pharma GmbH & Co. KG-ის ინტერნეტ შეთავაზების შიგთავსის სრული ტექსტის მოძიებას. ამ საძიებო ფუნქციაზე წვდომა შესაძლებელია ინტეგრირებული საძიებო ველის მეშვეობით. საძიებო ველი ამ ვებგვერდზე ("ძებნის ველი") მოწოდებულია Google Inc.-ის მიერ. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Google-ის მონაცემთა კონფიდენციალობის პირობები (http://www.google.de/privacy.html) ვრცელდება თქვენ მიერ საძიებო ველის გამოყენებაზე და რომ საძიებო ველის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Google-ის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას მისი მონაცემთა კონფიდენციალობის პირობების მიხედვით. თუ არ გსურთ ამ თანხმობის გაცემა, გთხოვთ, არ გამოიყენოთ საძიებო ველი. მონაცემები გადაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთხოვნა იგზავნება საძიებო ველის მეშვეობით.

Google Maps-ის გამოყენება 
ჩვენ ვიყენებთ Google Maps-ს რამდენიმე ქვე-გვერდზე www.woerwagpharma.de რუკების საჩვენებლად. Google Maps-ს მართავს Google, Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA, 94043, აშშ („Google“). ინფორმაცია ამ ვებგვერდის

გამოყენების შესახებ, თქვენი IP მისამართის ჩათვლით, შეიძლება გადაეცეს Google-ს Google Maps-ის გამოყენების შედეგად. როდესაც ეწვევით ჩვენს ინტერნეტ ქვეგვერდს, რომელიც შეიცავს Google Maps-ს, თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი ამყარებს პირდაპირ კავშირს Google-ის სერვერებთან. რუკის შინაარსის გადაცემა ხდება Google-დან პირდაპირ თქვენს ბრაუზერში, რომელიც ახდენს მის ინტეგრირებას ვებ გვერდზე.

შესაბამისად, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს Google-ის მიერ ამ მეთოდით შეძენილ მონაცემებზე.

Google-ის მიერ ინფორმაციის შეგროვებისა და შემდგომი დამუშავებისა და გამოყენების, ასევე ამ მხრივ თქვენი უფლებებისა და თქვენი კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველსაყოფად პარამეტრების დაყენების მიზნით, გთხოვთ, იხილოთ Google-ის მონაცემთა კონფიდენციალობის პოლიტიკა: www. google.com/policies/privacy/ Google Maps-ის გამოყენების პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.google.com/intl/de/help/terms_maps.html

YouTube ჩართვის მოდულების (ვიდეოების) გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ პროვაიდერ YouTube-ს ვიდეოების ინტეგრაციისთვის. YouTube-ს მართავს YouTube LLC, სათაო ოფისი 901 Cherry Avenue, San Bruno, CA 94066, USA. YouTube წარმოდგენილია Google, Inc.-ის მიერ, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA, 94043, აშშ.

როდესაც თქვენ მოიძიებთ ჩვენს www.woerwagpharma.de ინტერნეტ გვერდებს, რომლებიც შეიცავს ამ ჩართვის მოდულს, მყარდება კავშირი YouTube სერვერებთან და გამოჩნდება ჩართვის მოდული. ამგვარად გადაიცემა ინფორმაცია YouTube სერვერებზე თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდების შესახებ. თუ შესული ხართ, როგორც YouTube მომხმარებელი, YouTube ამ ინფორმაციას მიაწერს თქვენს პირად მომხმარებლის ანგარიშს. ჩართვის მოდულის გამოყენებისას, მაგალითად, ვიდეოს დაწყების ღილაკზე დაჭერით, ეს ინფორმაცია ასევე მიეკუთვნება თქვენს მომხმარებლის ანგარიშს. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ამგვარი მიკუთვნება ჩვენი ვებგვერდის გამოყენებამდე YouTube მომხმარებლის ანგარიშიდან და სხვა ანგარიშებიდან YouTube LLC-დან და Google, Inc.-დან გამოსვლით და შესაბამისი ქუქიების წაშლით.

დამატებითი ინფორმაცია YouTube-ის (Google) მონაცემთა დამუშავებისა და მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინებებზე შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე www.google.de/intl/de/policies/privacy/.

Google Analytics-ის გამოყენება

ეს ვებგვერდი იყენებს Google Analytics-ს, Google Inc.-ის ("Google") ვებ-ანალიზის სერვისს. Google Analytics იყენებს ე.წ. "ქუქი-ფაილებს". ეს არის თქვენს კომპიუტერში შენახული ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების ანალიზის საშუალებას იძლევა. ქუქი-ფაილით გენერირებული ინფორმაცია თქვენ მიერ  ვებგვერდის გამოყენების შესახებ ჩვეულებრივ გადადის Google-ის სერვერზე აშშ-ში და ინახება იქ. თუმცა, ამ ვებგვერდზე IP ანონიმიზაციის გააქტიურების შემთხვევაში, Google-ის მიერ ხდება  თქვენი IP მისამართის სემოკლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ან ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ხელშემკვრელ წევრ ქვეყნებში. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სრული IP მისამართები გადაეცემა Google-ის სერვერებს აშშ-ში და იქ ხდება მათი შემოკლება. Google იყენებს ამ ინფორმაციას ამ ვებგვერდის ოპერატორის სახელით, რათა შეაფასოს თქვენ მიერ ამ ვებგვერდის გამოყენება, მოამზადოს ანგარიშები ვებგვერდის აქტივობის შესახებ ვებგვერდის ოპერატორისთვის და განახორციელოს დამატებითი სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ვებგვერდისა და ინტერნეტის გამოყენებასთან ვებგვერდის ოპერატორთან მიმართებაში.  
თქვენი ბრაუზერის მიერ Google Analytics-თან დაკავშირებით გადაცემული IP მისამართი არ კომბინირდება Google-ის სხვა მონაცემებთან. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ქუქიების შენახვა თქვენი ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი პარამეტრით. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება ვერ შეძლოთ ამ ვებგვერდის ყველა ფუნქციის სრულად გამოყენება. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ქუქი-ფაილის მიერ გენერირებული და თქვენ მიერ ვებგვერდის (მათ შორის თქვენი IP მისამართის) გამოყენების შესახებ მონაცემების მოპოვება Google-ისთვის, ასევე Google-ის მიერ ამ მონაცემების დამუშავება, ბრაუზერის მოდულის ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის გზით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე (http://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=de). სრული IP მისამართებით ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ დისკუსიის ფონზე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვებგვერდი იყენებს Google Analytics-ს „_anonymizeIp()“ გაფართოებით და, შესაბამისად, IP მისამართები გადამისამართებულია მხოლოდ შემოკლებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი დაკავშირება ინდივიდუალურ პირებთან.  მობილური მოწყობილობების ბრაუზერებისთვის, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ამ ბმულზე, რათა მომავალში არ მოხდეს ამ ვებგვერდზე თქვენი ბრაუზერის ანონიმური დაკავება Google Analytics-ის მიერ, ე.წ. „ქუქის გათიშვის ოპციის“ მეშვეობით.

მონაცემთა გაცვლა და გადაცემა

ვიორვაგ ფარმა თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას სხვადასხვა გარეშე კომპანიას და სააგენტოს უგზავნის, რომლებიც ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გვიწევენ ან ჩვენი სახელით ასრულებენ სხვადასხვა ბიზნეს ტრანზაქციას, მაგალითად ემსახურებიან კლიენტებს, გზავნიან მარკეტინგულ კომუნიკაციებს ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. ჩვენ შესაძლოა თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს კომპანიონებს. ყველა ასეთ კომპანიას მოეთხოვება კონფიდენციალობის ჩვენეული პოლიტიკის დაცვა.

ჩვენ ასევე შეგვიძლია პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნება შემდეგი მიზნებისთვის:
ა) აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებული  გვერდის საქმიანობის გაყიდვის, გამოყოფის ან სხვა მხრივ გადაცემის შემთხვევაში
ბ)კორპორატიულ აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებული საჭიროების ან საჩივრის ან დაცულობასთან დაკავშირებული საფრთხის გამოძიებისთვის თუ პასუხისთვის გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში.
გ)ლეგიტიმური სამთავრობო უწყებების მიერ სათანადო მოთხოვნის ან შესაბამისი კანონმდებლობის, სასამართლოს ბრძანების, ან სამთავრობო რეგულაციების მოთხოვნის შემთხვევაში; ან
მესამე მხარის მიერ პირდაპირი მარკეტინგისთვის გამოყენებისგან დაცვა.  ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით  მოწოდებულ თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ჩვენ არ მივყიდით მესამე მხარეს პირდაპირი მარკეტინგისთვის გამოსაყენებლად გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის შესახებ ღიად შეგატყობინებთ და თქვენგან ასევე ღია თანხმობას მოვიპოვებთ თქვენი მონაცემების ამგვარად გადაცემის თაობაზე.
მეგობრისთვის ან კოლეგისთვის გადაგზავნა. ვიორვაგ ფარმას   ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე გაქვთ შესაძლებლობა ბმული ან მესიჯი თქვენს მეგობრებს ან კოლეგებს გაუგზავნოთ და ვიორვაგ ფარმას   ვებგვერდზე გადაამისამართოთ.  ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელსაც მეგობრისთვის უთითებთ, თქვენი სახელით თქვენი მეგობრისთვის ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენება და ვიორვაგ ფარმა თუ სხვა რომელიმე მესამე მხარე ამ ინფორმაციას არ შეაგროვებს და არ გამოიყენებს სხვა დამატებითი მიზნებისთვის.

საკონტაქტო ფორმა

ჩვენ გვჭირდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად. თქვენი თანხმობა ინფორმაციის შენახვაზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ.

ინფორმაციის მიღების უფლება

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია შენახული პერსონალური მონაცემების, მისი წარმოშობისა და მიმღებების, აგრეთვე მათი შენახვის მიზნის შესახებ.

უფრო მეტი ინფორმაცია

თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერი კითხვით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით. თუ გაქვთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ ნახეთ მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ ამ განცხადებაში,  ან თუ გსურთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია რომელიმე პუნქტის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
Wörwag Pharma GmbH & Co.KG
საქართველოს წარმომადგენლობა
ჭავჭავაძის გამზ. 24. III სართ. ბინა N20
0179, თბილისი საქართველო
T +995 322 2221 39 
info@woerwagpharma.ge

შეტყობინება უსაფრთხოების დაცვის შესახებ

ჩვენ ვცდილობთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შევინახოთ ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალების გამოყენებით ისე, რომ ის არ იყოს ხელმისაწვდომი მესამე მხარისთვის. ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისას მონაცემთა სრული უსაფრთხოების შესახებ გარანტიის გაცემა შეუძლებელია; ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გაგზავნოთ ჩვეულებრივი ფოსტით.

*ინფორამციის მიღების, ასევე მათი გასწორების, განახლების, დამატების,დაბლოკვის, წაშლის და განადგურების მოთხოვნის უფლების ქონის შესახებ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის№3144- კანონი